საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში ახალი შეიხი აირჩიეს
დღეს, 1 დეკემბერს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის არჩევნები ჩატარდა. სამ წარდგენილ კანდიდატიდან ჰაჯი ფაიგ ნაბიევმა ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა.

ჰაჯი ნაბიევს სამმართველოში შემავალი სასულიერო პირები ნდობა 5 წლის ვადით გამოუცხადეს.
შეიხ ჰაჯი ნაბიევთან ერთად კანდიდატურები ჰაჯი ყურბან ნურგუზოვმა და ქერბალაი ვიდადი ყურბანოვი იღებდნენ მონაწილეობას.

ფაიგ ნაბიევია -  11 აპრილს 1977 წელს მარნეულში დაიბადა. განათლება მარნეულის N4 სკოლის რუსულ სექტროში მიიღო. პირველი რელიგიური განათლება აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში „განჯის მედრესეში“ მიიღო.
განათლების მიღება 5 წლის გამავლობაში ირანის ქალაქ გუმში „დინი ჰოვზე“ გააგრძელა. ასევე ალ-მუსტაფას უნივერსიტეტში. 1999 წელს თბილისი სჯუმე მეჩეთში შექმნილი იმამ ალის მედრესეში მასწავლებლად, შემდეგ კი უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.
2002 წელს ალულ ბეითის რელიგიური კულტურული საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების დღიდან დღემდე თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს უმაღლესი და სამეცნიერო საბჭოს წევრია. საერთაშორისო ღონისძიებებში და კონფერენციებში აქვს მიღებული მონაწილეობა. არაბულ, სპარსულ, რუსულ ენებს ფლობს. ჰაჯის, ქერბელას და მეშედის სტატუსებს ატარებს. დაოჯახებულია , 3 შვილი ჰყავს. ბიზნესითაც არის დაკავებული.
ფაიგ ნაბიევმა არჩევნებამდე ინტერვიუს მიცემისაგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ არჩევნების მერე მედიასთან განმარტებას გააკეთებს.

მომავალთან დაკავშირებით კითხვებზე ჯერ საუბარი არ მინდა. არჩევნების მერე დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით მედიას“.

აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველის  შეიხის პოზიციას  ჰაჯი რამინ იგიდოვი 10 წლის მანძილზე იკავებდა.  მან 1 ნომებერს თბილისში ყურანის თემაზე ჩატარებული კონფერენციის ბოლოს განაცხადა, რომ არჩევნრბში მონაწილეობას არ მიიღებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები