საუკუნის წინ, ჩვენს მახლობლად, მარნეულიდან 40 კილომენტრში, სოფელ
ყარაჯალარში, სიტყვის და ადამიანის უფლებებისთვის იბრძოდა.
1918 წელს 34 წლის მუსლიმმა ქალმა პოლიტიკური თანამდებობა
დემოკრატიული გზით მოპოვა. ფერი ხანუმ სოფიევა 6 წლის წინ,
ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა გაგვაცნო. ისტორიული ცნობების
თანახმად, სოფიევა მსოფლიოში დემოკრატიული გზით არჩეული პირველი
მუსლიმი ქალი დეპუტატია და ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, როგორ მოახერხა
ეს მაშინ, როდესაც დღეს,
21 საუკუნეში, ქალთა აქტივიზმი დიდ
გამოწვევად რჩება.
ფერი ხანუმ სოფიევას შთამომავლები ჰყვებიან, რომ მის მიერ
განხორციელებული საქმეები სოფელ ყარაჯალარში არაერთ თაობას
გამოადგა.
ფერიხანუმ სოფიევა ჯერ კიდევ 100 წლის წინ თვლიდა, რომ ქალისათვის
განათლება მნიშვნელოვანია. ნათესავები ჰყვებიან რომ თბილისში უმაღლესი
განათლების მიღებაში ყარაჯალარიდან სამ ქალს დაეხმარა. დედაქალაქში
საცხოვრებლით და ფინანსურად უზრუნველყოფდა.
საქართველოში ქალების სოციალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობა კვლავ
პრობლემაა. რეგიონებში გამბედავი ქალები გვყვავს, თუმცა ფერის ისტორია
უფრო მეტისთვის უნდა გახდეს ცნობილი. რომ ამ ქალის ისტორიამ უფრო მეტი
გამბედაობა შემატოს ახალი თაობის გოგოებს. დეპუტატი ქალის სახელის
პოპულარიზაციისთვის მშობლიურ სოფელში მისი კედლის პორტრეტი გახსნეს.
თბილისი ერთ-ერთი ქუჩისთვის ფარიხანუმის სახელის მინიჭების ინიციატორი
კი უფლებადამცველი სამირა ბაირამოვაა.
ფერი ხანუმის არჩევიდან 100 წლის შემდეგ საქართველოში ქალთა პოლიტიკურ
ცხოვრებაშ ჩასართვად კვოტირების სისტემა შემოიღეს. ეს არის ხელოვნური
ჩარევის მექანიზმი, რომელიც ქალთა აქტიურობას ისახავს მიზნად. ამ
ფორმით მარნეულის საკრებლოში 2021 წელს 7 ქალი შევიდა. დღემდე არ
გვახსენდება მათ მიერ ინიცირებული იდეები, რაც ქალტა გაძლიერებისაკენ
იქნებოდა მიმართული. და მაინც გვინდა გვჯეროდეს, რომ ფერი ხანუმის
მაგალითით მოტივირებული ახალგაზრდა გოგები უფრო მეტად გამბედავები და
ცვლილებებზე ორიენტირებნულები იქნებიან.