ახკერპის შიდა გზების რეაბილიტაციის ტენდერი არ შედგა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპის შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის ტენდერი არ შედგა.

მარნეულის მერია 268`132 ლარად გეგმავდა ახკერპში გზის დაგებას. ტენდერში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო. უცნობია როდის გამოაცხადებს თვითმმართველობა ახალ ტენდერს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად შიდა გზებზე შემდეგი სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო:

“ტრასის აღდგენა და დამაგრება ტრასის გვერდების გაწმენდა ეკალბარდისაგან. სავალ ნაწილზე არსებული ტალახნარევი ხრეშოვანი საფარის აღება მექანიზმით მისი თვითმცლელზე დატვირთვით 90%,
მექანიზმით მიუდგომელ ადგილებში იგივეს დამუშავება ხელით 10 %მოჭრილი ზედაპირის მოშანდაკება მექანიზმით და სხვა”


ახკერპში შიდა გზების დაგებისათვის თანხის 95% -ს სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო 5% - ადგილობრივი თვითმართველობა აფინანსებს.

გარეკანის ფოტო: რადიო"მარნეულის" არქივი
Print