მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მერიის
შენობისათვის ფარდა-ჟალუზები გამარტივებული წესით შეისყიდა.
მარნეულის მერისათვის მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის
განყოფილების ხელმძღვანელის ბესიკ სეხნიაშვილის მიერ მიწერილი
მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მერიაში ახალი ფარდა-ჟალუზების შეძენა
დაზიანებული ფარდა-ჟალუზების შეცვლის გამო გახდა საჭირო.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ
ფარდა-ჟალუზების შესყიდვისათვის, გამარტივებული წესით, ხელშეკრულება
შპს „ლაკო“-თან გააფორმა.
127,80 კვ.მ ფარდა-ჟალუზი მერიამ 7 540
ლარად და 20 თეთრად შეიძინა.
მერიასა და შპს „ლაკო“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით,
კომპანიამ ადგილობრივ თვითმმართველობას ფარდა-ჟალუზები 29 თებერვლამდე
უნდა მიაწოდოს.
რადიო „მარნეული“