საიმერლოში წყალმომარაგება 2 საათში აღდგება - კომპანია
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში წყალმომარაგება დილიდან
შეიზღუდა.
როგორც რადიო „მარნეულს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის
ცხელ ხაზზე განუცხადეს, წყალი ტუმბოს მონტაჟის გამო არ მიეწოდება
მოსახლეობას.
მათივე თქმით, წყალმოპმარაგება დაახლოებით 2 საათში აღდგება.