მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა მრავალბინიანი
საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციას გეგმავს.
მარნეულის მერიამ მუნიციპალიტეტში არსებული მრავალბინიანი
საცხოვრებელი სახლების სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვისათვის ტენდერი
გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც სახურავების შეკეთება 15 საცხოვრებელ
კორპუსში იგეგმება.
სახურავების რეაბილიტაცია შემდეგ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებშია
დაგეგმილი:
ქ. მარნეული რუსთაველის ქუჩაზე: №20; №5; №59ა; №42; №44; №81 და
№86
ქ.მარნეული გამსახურდიას ქუჩა: №3 და №5.
ქ.მარნეული ჩოლოყაშვილის ქუჩაზე: №5.
ქ.მარნეული 20 იანვრის ქუჩაზე: №26; №30 და №32
მარნეულის მუნიციპალიტეტის, შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში
შემავალი, სოფელ მარეთში, არსებული ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი
კორპუსის სახურავი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერის ტექნიკური
დავალების მიხედვით, მუნიციპალიტეტში არსებული მრავალბინიანი
საცხოვრებელი სახლების სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოების სავარაუდო
ღირებულება 1 000 000 ლარია.
მარნეულის მერიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავის
რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შესყიდვისათვის 36 000 ლარის ღირებულების ტენდერი 28
მარტს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს
სატენდერო წინადადებების წარდგენა 5-დან 8 მარტამდე პერიოდში
შეეძლებათ.
რადიო „მარნეული“