მარნეულის ბაზარში 6 ცალი ალუჩა 15 ლარი ღირს.
შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყველაზე ძვირიანი ხილი, რაც რადიო
"მარნეულმა" დღეს, 3 აპრილს აგრარულ ბაზარში ვნახეთ. მყიდველები
ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ფასებმა გარკვეულ პროდუქტებზე
საგრძნობლად მოიმატა. მათ შორისაა ნიორი, რომლის შეძენასაც 13 ლარად
შეძლებთ.
"გასულ კვირებში ნიორი 8 ლარი ღირდა ახლა 5 ლარით არის
გაძვირებული. პროდუქტები ზოგადად ძვირია, თუმცა მარნეულის ბაზარში
ყიდვა გარკვეულ შეღავათს გვაძლევს" - ამბობს ერთი
მყიდველი.
გთავაზობთ 3 აპრილის მდგომარეობით არსებულ ფასებს მარნეულის
ბაზარში.
- 1 კგ ვაშლი 2-4 ლარი
- 1 კგ პომიდორი 4.5 ლარი
- 1 კგ კიტრი 4 ლარი
- 1 კგ ნიორი 13 ლარი
- 1 კგ მსხალი 7 ლარი
- 6 ცალი ალუჩა 15 ლარი
- 1 კგ ფორთოხალი 4 ლარი
- 1 კგ ბანანი 4.5 - 5 ლარი
- 1 კგ ყურძენი - 7, 8 ლარი
- 1 კგ მანდარინი 2,5 ლარი
- 1 კგ მარწყვი 10 ლარი
- 1 ცალი ანანასი 13 ლარი
- 1 კგ კომში 5 ლარი
- 1 ცალი ავოკადო 5 ლარი