მარნეულის სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი 20 მაისს დაიწყება
20 მარტს, მარნეულის საჯარო სკოლებში საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაციის მესამე ეტაპი 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge.

რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

2024-2025 სასწავლო წელს მარნეულის 74 საჯარო სკოლას მაქსიმუმ
2200 მოსწავლის მიღება შეუძლია.

რეგისტრაციის მესამე ეტაპის შემდეგ დაიწყება ბოლო, ეოთხე ეტაპი.

IV ეტაპი – 27 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები