საკრებულოს ახალი შენობის ასაშენებელი ტენდერი მეოთხე ცდაზე შედგა
მარნეულის საკრებულოს ახალი შენობის ასაშენებელი ტენდერი მეოთხე ცდაზე შედგა. ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ, შპს "მშენ-სერვის” - მა მიიღო, რომელმაც უკონკურენტოდ გაიმარჯვა მერიის 2 156 344 ლარიან ტენდერში.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრბეულოს ახალი შენობის საჭიროებაზე განცხადება მარნეულის საკრბეულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას 2023 წლის 22 მარტს გააკეთა და განაცხადამ რომ შენობის აშენების გადაწყვეტილება თანამშრომელთა დიდი რაოდენობის გამო მიიღეს.

შენობის აშნების თანხა ადგილობრივი ბიუჯეტით, 2024 წელს 50%-ით ხოლო, 2025 წელს ასევე 50%-ით დაფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიამ საკრებულოს შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხო დოკუმეტის შემუშავებაში 72 000 ლარი დახარჯა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები