ქვემო ქართლის დეპუტატებმა რუსული კანონის საბოლოო მიღებას მხარი დაუჭირეს
საქართველოს პარლამენტის 84 დეპუტატს შორის, რომელბმაც მხარი რუსული კანონის საბოლოო მიღებას დაუჭირეს, ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატებიც არიან. ზაურ დარგალი და გოგი მეშველიანი საქართველოს პარლამენტში ქვემო ქართლშის მაჟორიტარული ოლქებიდან მოხვდნენ, სავალან მირზოევი კი პარლამენტში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით შევიდა. სამივე მათგანი კანონს მხარს პირველივე მოსმენიდან უჭერდა. ზაურ დარგალი მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატია.

სამუშაო გამოცდილება:
2019 - 2020
მარნეულის მუნიციპალიტეტის
მერი
2017 - 2019
ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე
2014 - 2017
შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში
2012 - 2013
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.
2008 - 2011
მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი - პროგრამის მენეჯერი
ზაურ დარგალი 2006 -2009 წლებში ასევე მუშაობდა რადიო „მარნეულში“, მაგრამ მას ეს სამუშაო გამოცდილება პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ აქვს.

გოგი მეშველიანი - ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი


სამუშაო გამოცდილება:

2014 - 2016
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი
2005 - 2014
გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთობლივი კოორდინატორი
2001 - 2003
საქართველოს შემოსავლების სამინისტროს მარნეულის ზონალური საგადასახადო ინსპექციის უფროსი
1997 - 2001
სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსი
1996 - 1997
ბოლნისის რ-ის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე
1995 - 1996
საქართველოს პარლამენტის წევრის ბიურო - ბიუროს უფროსი
1994 - 1995
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის რწმუნებული
1991 - 1994
საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ოფიცერი

სავალან მირზოევი - პარლამენტის დეპუტატი გარდაბნიდან.


სამუშო გამოცდილება:

2013 - 2016
საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე
2009 - 2013
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აღმასრულებელი სამდივნოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, მინისტრის წარმომადგენელი ეროვნულ/ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში
2007 - 2008
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში, მთავარი სპეციალისტი, აპარატის უფროსი
2006 - 2007
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და კომუნალური მეურნეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.


საქართველოს პარლამენტის 84-მა დეპუტატმა 28 მაისს დაძლია ვეტო და მხარი დაუჭირა რუსული კანონის საბოლოოდ მიღებას, რომელიც ზღუდავს მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობას.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები