მერიამ თანამშრომლებს რეზინის ჩექმები უყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სტიქიით დაზიანებულ ტერიტორიებზე გასასვლელად სამუშაო ჯგუფებს 50 წყვილი რეზინს ჩექმა უყიდა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ფეხსაცმელები გამარტივებული წესით ფიზიკური პირ, აბდულა ალახვერდოვისგან იყიდა. თითო რეზინის ჩექმაში მერიამ 38.25 ლარი, ხოლო ჯამში 1912. 50 ლარი გადაიხადა.

აღჭურვილობის შესაძენად ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის თხოვნით მარნეულის მერს, კენან ომაროვს მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელმა ბესიკ სეხნიაშვილმა მიმართა. სხელშეკრულებაში წერია, რომ შესყიდვა განხორციელდა მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, დაზარალებული მოსახლეობის აღსაწერად, შექმნილი სამუშაო ჯგუფებისათვის.

25 მაისს, ღამის საათებში უხვი ნალექის გამო ადიდდა მდინარე ალგეთი, ხრამი და დებედა. დაიტბორა ქალაქ მარნეულის ქუჩების ნაწილი. ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი.  ამ დრომდე არაა დათვლილი მიღებული ზარალის ოდენობა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები