მარნეულში ერთ ქუჩას სახელის მინიჭებამდე ციფრებით დანომრავენ
ქალაქ მარნეულში ერთ ქუჩას არაბული ციფრებით დანომრავენ. გადაწყვეტილება 28 მაისს მარნეულის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. საკითხი განსახილველად საკრებულოს წევრმა, გივი გიორგაძემ გამოიტანა და თქვა, რომ საუბარია ნარიმანოვის ქუჩის მიმდებარედ მდებარე ქუჩაზე, რომელსაც სახელის ოფიციალურად მინიჭებამდე არაბული ციფრით დანომრავენ.

“ითხოვენ თანხმობას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილის შესაბამისად გეოგრაფიული ობიექტების შესახებ საქართველოს კანონის მერვე მუხლის, მეშვიდე პუნქტის თანახმად, ახლადწარმოქმნილი
ან სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელი მინიჭებამდე ქალაქ მარნეულში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდება განხორციელდეს არაბული ციფრებით სამთავრობო კომისიის დასკვნის გარეშე”
- თქვა გივი გიორგაძემ საკითხის განხილვისას.

როგორც სხდომაზე მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა აგილ ამირჯანოვმა აღნიშნა, დასახლებას მეთორმეტე ნომერს მიანიჭებენ.

„ნარიმანოვის ქუჩის მიმდებარედ შენდება ახალი სახლები და ის უბანი არის დასახელების გარეშე. გვინდა, რომ აღნიშნული ქუჩა დასახელდეს მეთორმეტე ქუჩად. მეთერთმეტე ქუჩა უკვე არსებობს და შემდეგი იქნება მეთორმეტე“ - თქვა აგილ ამირჯანოვმა.

დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. 28 მაისს საკრებულოს სხდომაზე სულ 16 საკითხი განიხილეს. მათ შორის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციული ცვლილებები, ბიუჯეტის ანგარიში და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ნუსხის და გეგმის დამტკიცება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1