რა ღონისძიებებია დაგეგმილი მარნეულში ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აქტივობები მარნეულში 31 მაისს და 1 ივნისს გაიმართება. ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მარნეულის კულტურის ცენტრი და მერია ავრცელებს.

კულტურის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 31 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე აქტივობები 12:00 საათზე ბიბლოთეკიდან დაიწყება. 15:00 საათზე მოეწყობა სპექტაკლის ჩვენება “ლუნა და ციცინათელების პლანეტა” 17:00 საათზე კი კონცერტს გამართავს კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალური სტუდია.


მარნეულის
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით კი, 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აქტივობებს 13:00 საათიდან დაიწყებენ.

ღონისძიების ფარგლებში „მშვიდობა მსოფლიოს ბავშვებს“ 13:00 სთ-დან წარმოდგენილი იქნება: ანიმატორების შოუ და დიჯეი მუსიკალურ-გასართობი პროგრამით.

15:00 სთ-ზე, კი თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის მარნეულის პროგრამის ფარგლებში, საბავშვო თეატრი ჩინეთიდან, წარმოადგენს სპექტაკლს „გიგზავნით ქლიავის პატარა ყვავილს“.

ლოკაცია: მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი და მიმდებარე სკვერი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები