საბირქენდის შიდა გზების მოასფალტების ტენდერი მესამედ გამოცხადდა
მარნეულის მერიამ სოფელ საბირქენდის შიდა გზების დაგების ტენდერი მესამედ გამოაცხადა.
პირველი ტენდერი ადგილობრივ თვითმმართველობას თებერვლის თვეში 415 682 ლარად ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო. ახალი ტენდერი აპრილში 88 695 ლარით გაზარდეს და მეორედ გამოაცხადეს. ახალი თანხით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ მიიღო, თუმცა ხელშეკრულება მასთან არ გააფორმეს და ტენდერი შეწყვეტილად გამოაცხადეს, სადაც
განმარტებულია, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია დაზუსტებას საჭიროებს. მესამე ტენდერი მუნიციპალიტეტმა 28 მაისს გამოაცხადა.

საბირქენდის გზებისათვის პროექტი ჯერ კიდებ 2021 წელს შპს „პროექტს კომპანიისგან“ მომზადდა.

“დავალების თანახმად შ.პ.ს. ,,პროჯეკტ კომპანი”-ს სპეციალისტების მიერ ადგილზე განხორციელდა საპროექტო ობიექტის საველე-საკვლევაძიებო და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის სამუშაოები, მოხდა ტერიტორიის ტოპო გადაღება. პროექტირების პროცესში გათვალისწინებული იქნა დამკვეთის მოთხოვნები და სათანადო რეკომენდაციები. სულ გვაქვს ხუთი საპროექტო გზა. გზებს ორივე მხრიდან ესაზღვრება საკარმიდამო ნაკვეთები. ობიექტზე გვხვდება გადამკვეთი ბეტონისა, აზბესტისა და ლითონის მილები. პროექტით გათვალისწინებულია გადამკვეთი მილების დემონტაჟი” - წერია პროექტის აღწერაში.

პროექტით გათვალისწინებულია არსებული გატალახიანებული გრუნტის საფარის მოხსნა და გატანა. სამუშაოების უსაფრთხოების წესების დაცვით უნდა განხორციელდეს.
ახალ ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 13-18 მაისის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მუნიციპალიტეტს სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში მიაწოდოს.

თანხის 21.71% ს- ადგილობრივი ბიუჯეტი, ხოლო 78.29% - სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები