თბილისში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
28 მაისს, თბილისში, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიება აზერბაიჯანის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. ღონისძიებაზე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულივეი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე საქართველოში არსებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

ღონისძიება საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა ფაიგ გულიევმა გახსნა და 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის და დღევანდელი წარმატებების, ოკუპაციიდან განთავისუფლებულ ტერიოტირებზე განხორციელებული კეთილმოწყობის სამშაოების შესახებ
დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდა.

ღონისძიება მუსიკალური პროგრამით გაგრძელდა. აზერბაიჯანიდან ჩამოსულმა მუსიკოსებმა აზერბაიჯანის სახალხო კომპოზიტორის სიმღერები შეასრულეს.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები