„თავსუფლების ცეკვა“ - მარნეულში გამოფენა ჩატარდა
27 მაისს მარნეულში საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა “თავისუფლების ცეკვა“ ჩატარდა, ნახატების გამოფენა საქართველოს აზერბაიჯანლთა ინტეგრაციის ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.

ღონისძიება ცენტრის დირექტორმა მურად მურადოვმა გახსა და სტუმრებს მიესალმა, ორივე ქვეყნის სახელმიწფო დამოუკიდებლობაზე, სახელმწიფოებრიობის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და გამოფენის შესახებ დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდა.

ღონისძიების დამსწრე საზოგადოებრივი წარმომადგენლები გამოვიდნენ სიტყვით და ახალგაზრდა მხატვრებს წარმატება უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის ხატვის კურსის მასწავლებლების აილინ კასუმოვას და აისუნ ჩობანოვასთან ერთად მოსწავლეების აფსანა მუსაევა და აილინ ასკეროვას ნახატებიც იყო გამოფენილი.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
თეგები: ABŞ Çikaqo
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები