რადიო „მარნეულმა“ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა მარნეულის მერიისგან
და ჰკითხა:
„გაიცა თუ არა
პრემია/დანამატი/წახალისება/ჯილდო მარნეულის ბაგა-ბაღებში
დასაქმებულ
პერსონალზე 2023 წელს. არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიუთითეთ თუ
როდის და რატომ მიიღეს
ბაგა-ბაღების პერსონალმა პრემია/დანამატი/წახალისება/ჯილდო. ასევე,
მიუთითეთ, თუ რამდენი
ლარის და რამდენმა პერსონალმა მიიღო
პრემია/დანამატი/წახალისება/ჯილდო.
გთხოვთ, მოგვაწოდეთ ინფორმაცია 2024 წლის განმავლობაში ჩაერიცხათ თუ
არა ბაგა-ბაღებში
დასაქმებულ პერსონალს პრემია/დანამატი/წახალისება/ჯილდო - რა მიზნით,
რამდენი ლარის
ოდენობით და რამდენ თანამშრომელზე გაიცა აღნიშნული
პრემია/დანამატი/წახალისება/ჯილდო.“
პასუხად მარნეულის მერია გვწერს უკვე მეორე წერილში ერთი და იმავე
პასუხს:
„მარნეულის მუნიციპალიტეტის
მერიაში შემოსული, თვენი 2024 წლის 24 მაისის წერილის N 16-24(რეგ: N
06/3224145155-32 ) პასუხად, მოგაწოდოთ ინფორმაცია მარნეულის
მუნიციპალიტეტში პრემია/დანამატი/ წახალისება/ ჯილდოს გაცემის
თაობაზე, გაცნობებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში პრემია/
დანამატი/ წახალისება/ ჯილდო, გაიცემა კანონით დადგენილი წესის
შესაბამისად.“
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
ავალდებულებს სახელმწიფო დაწესებულებებს რომლებიც განკარგავენ
სახელმწიფო ბიუჯეტს გასცენ ინფორმაცია ნებისმიერ პირზე, რომელიც არის
დაინტერესებული დამატებით ინფორმაციით.
რას გვეუბნება ადმინისტრაციული კოდექსის მე-10
მუხლი?
ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო
ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლი, თუ ეს ინფორმაცია არ შეიცავს
სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ
მონაცემებს. ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო
აქტის ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისა და გამოქვეყნების
საკითხები წყდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის შესაბამისად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსში არსებობს მესამე
თავი, „ინფორმაციის თავისუფლება“
როდესაც ჩვენ ვითხოვთ მუნიციპალური ორგანოდან ინფორმაციას ასევე
ვეყრდნობით 28-ე 37-ე და მე-40 მუხლებს.
რას გვეუბნება 28-ე მუხლი?
მუხლი 28. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული
შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, პროფესიული ან
კომერციული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის
მიკუთვნებული ინფორმაციისა. ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული
სასამართლო აქტის ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისა და
გამოქვეყნების საკითხები წყდება „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
რა წერია 37-ე მუხლში?
37 მუხლი განსაზღვრავს წესს, თუ როგორ შეგვიძლია გამოვითხოვოთ საჯარო
ინფორმაცია:
ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური
ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო
ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს,
აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების
საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის
ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით
დამოწმებული ასლი.
2. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით
განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო
ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი კომერციული
საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი,
გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი
პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ
თანხმობას.
3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით,
საჯარო დაწესებულების ელექტრონული რესურსების საშუალებით.
და ბოლოს,
მე-40 მუხლი, რომელიც საჯარო ინფორმაციის გაცემის
წესს განსაზღვრავს.
საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის,
ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან
არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის
გაცემა მოითხოვს:
ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან
ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და
დამუშავებას;
ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული
დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;
გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან
სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.
2. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10 დღიანი ვადა,
საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ
განმცხადებელს.
3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს
საჯარო დაწესებულებას იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის
შემთხვევაში მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისგან.
მეორმოცე მუხლის თანახმად, როდესაც მერია თქვენ არ გცემთ სრულ პასუხს
და გამისამართებთ რომელიმე სახელმწიფო ვებგვერდზე, რასაც არც ისე
იშვიათად უკეთებს რადიო „მარნეულს „ იცოდეთ რომ მარნეულის მერია
არღვევს კანონს.
თუ მერია 10 დღის ვადას იყენებს თქვენ ამის შესახებ უნდა იცოდეთ.
რადგან კანონი მათ დაუყოვნებლივ ავალდებულებს გასცეს პასუხი კითხვაზე
, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი მოკვლევა და თუ სჭირდება,
წერილობით ფორმაში უნდა გაცნობოთ ამის შესახებ
იმ შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტი გვიმალავს ინფორმაციას ჩვენ
შეგვიძლია მივმართოთ სასამართლოს.
ასე მოიქცა ქვემო ქართლის მედია პორტალის ხელმძღვანელი მანონ
ბოკუჩავა. მარნეულის მერია არ გასცემს შიდა აუდიტის დასკვნას და არ
ასრულებს სასამართლოს მიერ დადგენილ გადაწყვეტილებას. კერძოდ კი
სასამართლომ კანონის შესაბამისად დაავალა მარნეულის მერიას
გაასაჯაროოს შიდა აუდიტის დასკვნა. მერიამ სასამართლოს ეს
გადაწყვეტილება გაასაჩივრა.