მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფლის
მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 14 სოფელში გზების მოხრეშვის
სამუშაოები,
გამარტივებული წესით, ერთი კომპანიისაგან შპს „ჯი ემ ჯი ქონსთრაქშენი
2022“-საგან შეისყიდა.
მარნეულის მერიამ „ჯი ემ ჯი ქონსთრაქშენი 2022“-თან, რომლის
დირექტორიც მამუკა აზარაშვილია, რამდენიმე გამარტივებული შესყიდვა
გააფორმა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 14 სოფელში
გზების მოხრეშვისთვის შპს „ჯი ემ ჯი ქონსთრაქსენი 2022“-ს 208 088
ლარს და 48 თეთრს გადაუხდის.
გამარტივებული შესყიდვების მიხედვით, გზების მოხრეშვა შემდეგ სოფლებში
იგეგმება:
სოფელი კუშჩუ - 15 844,36 ლარი.
სოფელი ბაითალო - 11 876,61 ლარი.
სოფელი ხანჯიგაზლო - 11 950,11 ლარი.
სოფელი ჩანახჩი - 11 913,36 ლარი.
სოფელი ვერხვიანი - 9 943,11 ლარი. სოფელი ამბაროვკა - 15 819,95
ლარი.
სოფელი ქეშალო - 19 864,90 ლარი.
სოფელი ენიქენდი - 15 844,36 ლარი.
სოფ. ქვემო სარალი - 19 834,27 ლარი.
სოფ. ზემო სარალი - 15 795,53 ლარი.
სოფ. თაზაქენდი - 15 893,20 ლარი.
სოფ. გაჯისაქენდი - 15 844,36 ლარი.
სოფ. გიულბაღი - 11 913,36 ლარი.
სოფ. ულაშლო - 15 751,00 ლარი.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა
თვითმმართველობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლებში
გარე განათებების მოწყობის მიზნით
ერთ კომპანიასთან, შპს „მური“-სთან 421 827 ლარს და 19 თეთრს
ღირებულების 11 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა.
პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 12 -დან 26
თებერვლის ჩათვლით გაიმართა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2024
წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1
232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის
მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო
მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.
ფოტო: რადიო „მარნეულის“ არქივი