მარნეულში ცენტრალური პარკის მიმდებარედ კალათბურთის მოედნის მოწყობა იგეგმება
მარნეულში ცენტრალური პარკის მიმდებარედ კალათბურთის მოედნის მოწყობა იგეგმება. მარნეულის მერიამ სამუშაობის შესყიდვისათვის 63 645 ლაიანი ტენდერი 17 ივნისს გამოაცხადა. კიდევაც დაიზრდებიანის მიმდებარედ მოედნის მოწყობის პროეტი შ.პ.ს. "არქგზაკომუნპროექტი" -მ შეადგინა.

“სადემონტაჟო სამუშაოების ფარგლებში საპროექტო ტერიტორიაზე მოიჭრება გრუნტი 25 სმ. სისქით და დროებით ნაწილობრივ მოიხსნება არსებული პანელური ღობე, შემდგომი მონტაჟისთვის. საპროექტო სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა ცალფარიანი კალათბურთის მოედანი ზომებით 10*14მ.
ცოკოლის გათვალისწინებით. ბეტონის საფარზე დაისხმება სპეციალური 6 ფენიანი საფარი კალათბურთის მოედნებისთვის. ასევე პროექტით გათვალისწინებულია ლამპიონის მონტაჟი. დემონტაჟის ფარგლებში მოხსნილი პანელური ღობე დამონტაჟდება ისე, რომ მოედანი მოექცევა სკვერის ტერიტორიის ფარგლებში.”


კალათბურთის მოედნის მოწყობის ტენდერში მსურველ კომპანიებს მონაწილეობა 3-8 ივლისის პეროდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები