საიმერლოში არსებულ საფეხბურთო მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში არსებულ საფეხბურთო მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რეაბილიტაციისათვის მარნეულის მერიამ ბიუჯეტიდან 108 445 ლარი გამოყო და ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, იგეგმება კალათბურთის ფარის დემონტაჟი, ბადის მოხსნა, სანათების მოხსნა და სხვა.

რეაბილიტაციის პროექტით , რომელიცშ.პ.ს. "არქგზაკომუნპროექტი"-მ შეადგინა გათვალისწინებულია:

“ჩატარდეს სადემონტაჟო, სამონტაჟო სამუშაოები. სადემონტაჟო სამუშაოების ფარგლებში მოიხსნება არსებული ლითონის ბადე პროექტის მიხედვით, მოიხსნება მოედნის ხელოვნური ბალახის
საფარი, დემონტაჟს ექვემდებარება ასევე მოედნის კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარებები, სადემონტაჟო სამუშაოების ფარგლებში მოიხსნება დაზიანებული LED სანათები, ასევე მოხდება ტრიბუნის ხის მასალის დემონტაჟი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: მოეწყოს ახალი ლითონის ბადე, პროექტის მიხედვით დამონტაჟდეს ლითნის მილკვადრატები 40x40x3, დამონტაჟდეს კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარებები, მოედნის და ტრიბუნების ლითონის კონსტრუქციეი დაზუმფარდეს და შეიღებოს ანტიკოროზიული საღებავით 2 ფენა, მოეწყოს ახალი ხელოვნური საფარი და დაონტაჟდეს LED განათება.”
- წერია ტენდრის აღწერაში.

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მსურველ კომპანიებს მონაწილეობა 3-8 ივლისის პეროდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები