მარნეულის მერიასთან ფიტნეს ტრენაჟორებს დადგამენ
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ფიტნეს ტრენაჟორების მოწყობა იგეგმება. სავარჯიშო სივრცე მერიასთან ახლოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ბაგა-ბაღების გაერთიანების შუაში მოეწყობა. ტრენაჟორების დასადგმელად ადგილობრივმა თვითმმართველობამ 56 958 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მოედანზე განათავსებენ სხვადასხვა სახის სავარჯიშოებს. მათ შორის იქნება, ტრენაჟორი ზურგის კუნთებისთვის, პრესებისთვის, სხეულის ასაზიდად და სხვა.

სამუშოები ოთხ ეტაპად განხორციელდება:

  1. სადემონტაჟო და მიწის სამუშაოები
  2. მოედნის მოწყობა
  3. საჩრდილობლის მოწყობა
  4. ტრენაჟორების მოწყობა
ტენდერში მსურველ კომპანიებს მონაწილეობა 3-8 ივლისის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები