მარნეულში ფქვილი გაძვირდა
მარნეულის ბაზარში ფქვილის გამყიდველები ამბობენ, რომ 50 კგ-იანი ფქვილის ტომარა დაახლოებით 4-5 ლარით გაძვირდა. მათი თქმით, ფქვილის ფასმა ყველა კომპანიაში მოიმატა.

„ყველა კომპანიაში ფქვილის ფასი გაძვირდა. ადრე დიდი, 50 კილოგრამიანი, ფქვილის ტომარა 55 ლარი ღირდა, ახლა კი 60 ლარია. პატარა, 25 კილოგრამიანი, ტომარა ადრე 28 ლარი ღირდა ახლა კი 30 ლარი გახდა“. - ამბობს ფქვილის
სარეალიზაციო მაღაზიაში დასაქმებული

„ყველა კომპანიაში გაძვირდა. ხორბალი რუსეთიდან ჩამოაქვთ. ამბობენ იქ ფასებმა ძალიან მოიმატაო. ამიტომ საქართველოშიც ქარხნებში ფქვილის ფასმა მოიმატა, ძირითადი მიზეზი ესაა. ქატოს ფასმაც მოიმატა, ადრე 13 ლარი ღირდა ახლა კი 14 ლარია“. - აცხადებს ასლიდარ ალიევი.

„ფქვილის ფასმა 5-6 ლარი მოიმატა, მიზეზი არ ვიცით. ჩვენც მუშა ხალხი ვართ. ადრე 52-53 ლარი იყო. ახლა 57-58-60 ლარია. პატარა ტომარა ადრე 28 ლარი ღირდა, ახლა კი 30-32 ლარად ვყიდით“. - ამბობს კიდევ ერთი ფქვილის გამყიდველი.

ბაზარში მომუშავე გამყიდველები რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ ძირითადად ხორბალი საზღვარგარეთიდან შემოდის. საზღვარგარეთ ფასებმა მოიმატა და პურის ფქვილის გაძვირებაც ამან გამოიწვია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები