მარნეულის მერიამ 1 კომპანიას პირდაპირი წესით 399 800 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 14 სოფელში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამარტივებული ხელშეკრულებები მხოლოდ ერთ კომპანიასთან გააფორმა. შპს ფილა 2010 -ს პირდაპირი წესით მერიამ 399 800 ლარისა და 52 თეთრის ტენდერი მისცა. ყველა პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშია შერჩეული.

გთავაზობთ ჩამონათვალს:

  • თამარისში ფანჩატურის მოწყობის სამუშაოები - 39`299.46
  • სოფელ წერეთელში საბავშვო მოედნის მოწყობის სამუშაოები - 39`489.93
  • სოფელ დიდ ბეგლიარში საბავშვო მოედნის მოწყობის და
    სოფელ ახლომახმუდლოში ფანჩატურის მოწყობის სამუშაოები 38`978.51
  • სოფელ ალავარში და სოფელ ახკულაში საბავშვო ატრაქციონის მოწყობის სამუშაოები - 33`302.45
  • სოფელ მეწამულაში საბავშვო ატრაქციონის მოწყობის და სოფელ სიონში საჯარო სკოლის ეზოს შემოღობვის სამუშაოები 37`038.28
  • სოფელ ხოჯორნში საბავშვო მოედნის მოწყობის სამუშაოები - 30`799.46
  • სოფელ კირიხლოში საბავშვო მოედნის მოწყობის სამუშაოები 39`298.00
  • სოფელ ქვემო ყულარში სავარჯიშოების მოწყობის სამუშაოები 31 509,45
  • სოფელ ზემო ყულარში 2 ერთეული საბავშვო სკვერის მოწყობის სამუშაოები 39 211,15
  • სოფელ დაშტაფაში სავარჯიშოების მოწყობის სამუშაოები - 39`379.89
  • სოფელ ბეითარაბჩში მოედნის შემოღობვის სამუშაოები 31`493.94
ამ პროექტების შემსრულებელი კომპანია რადიო მარნეულმა, https://tendermonitor.ge/ - ზე გადაამოწმა. ამავე ვებ გვერდის ცნობით, შპს “ფილა 2010” -ს 40 სახელმწიფო შესყიდვა უფიქსირდება. ტენდერების უმეტესობა, 52.5 % წაგებული აქვს, 25 % არშემდგარი , 20 % მოგებული, ხოლო 2.5 % მიმდინარე. გამარტივებულ შესყიდვებში კი შპს “ფილა 2010” -ს 42 ტენდერი უფიქსირდება, რომელთა ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 1,033,579.22 ლარია.

ამავე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შიო კაპანაძეა, კომპანიის მისამართი ბოლნისში იძებნება და ტენდერებში მონაწილეობა ძირითადად ქვემო ქართლის მასშტაბით აქვს მიღებული.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები