მარნეულის საკრებულოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი დანიშნეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ოფიცერი ჰყვას.
ეს ახლი თანამდებობაა, რომელზეც საკრებულოში დასაქმებული ხოშგადამ
ნოვრუზალოვა დანიშნეს. როგორც 25 ივნიის, მარნეულის საკრებულოს
სხდომაზე აპარატის უფროსმა, ნინო ბერიძემ თქვა, ცვლილება პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა გამოიწვია.
მისივე თქმით, ოფიცერისთვის მიმართვის უფლება მხოლოდ საკრებულოს
აპარატში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ.
„ეს არის ცალკე პირი, რომელსაც არ აქვს შემხებლობა
პერსნალური მონაცემების დამუშავებასთან, ინფორმაციის შეგროვებასთან,
ანუ მას არ მიუწვდება ხელი ამასთან და არის ნეიტრალური პირი. იმ
შეთხვევაში, პირობითად ვამბობ ნინო ბერიძეს გაუჩნდა იმის აღქმა, რომ
მისი პერონალური მონაცემები დაირღვა, მიმართავს ოფიცერს და ოფიცერი
ვალდებულია დაიწყოს მოკვლევა მოხდა თუ არა პერსონალური მონაცემების
არაკანონიერი გაცემა, გამჟღავნება და ასე შემდეგ. გამოსცეს შესაბამისი
რეკომენდაციები, რომელიც შესასრულებლად იქნება
სავალდებულო“
ბერიძის განმარტებით, საკრებულოს გარდა, პერსოალურ მონაცემთა დაცვის
ოფიცერი მარნეულის მერიასაც ჰყავს.
საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი
განიხილეს. მათ შორის, ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები, საშტატო
ნუსხები, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების
საპრივატიზაციო ნუსხის და გეგმის დამტკიცება, სოციალური საკითხები და
სხვა. ყველა მათგანს დეპუტატებმა დადებითად უყარეს კენჭი.