მარნეულის ზედამხედველობის სამსახურისთვის ახალი ჟილეტები და კეპები 2 130 ლარად შეისყიდეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ზედამხედველობის სამსახურისათვის ახალი ჟილეტები და კეპები გამარტივებული წესით შეისყიდა. მერიის მიერ განხორცილებული გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, ჟილეტებსა და მზისგან დამცავ ქუდებზე „მარნეულის ზედამხედველობის სამსახური“ ეწერება.

„მოგახსენებთ, რომ მუნიციპალური ზედამხედველობის და ადგილობრივი მოასკრებელის განყოფილებების სამსახურის დებულებით გათვალისწინებული უფლება მოსილებების განხორციელება ძირითადად უწევს საველე პირობებში, რისთვისაც საჭიროა სპეცტანსაცმელი, კერძოდ: 30 ცალი ჟილეტი და 30 ცალი მზისგან დამცავი ქუდი
(კეპი). ჟილეტის ზურგზე წარწერით სამსახურის დასახელება(მარნეულის ზედამხედველობის სამსახური)(ასოების სიმაღლე 3სმ), წინა მარცხენა მახარეს გულმკერდზე სამსახურის ინიციალებით (მზს) და მარნეულის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით. მატერია უნდა იყოს თხელი ისე რომ ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შესაძლებელი იყოს გარედან შემოსაცმელად. ასევე მზისგან დამცავ ქუდზე (კეპი) დატანილი უნდა იყოს სამსახურის ინიციალი (მზს)“.
- აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ზედამხედველობის სამსახურისათვის 30 ჟილეტი და 30 კეპი, გამარტივებული წესით, შ.პ.ს „მაისური.ჯი“-სგან 2 130 ლარად შეიძინა.

ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები