მარნეულის მერიამ 5 თვეში სარესტორნო მომსახურებაში 52 378 ლარი დახარჯა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 5 თვეში სარესტორნო მომსახურებაში 52 387 ლარი დახარჯა. თებერვლიდან ივნისის თვის ჩათვლით მუნიციპალიტეტმა 9 სუფრა გამარტივებული წესით, მომსახურების პირდაპირი შესყიდვის გზით გაშალა. მერიამ მოხსენებითი ბარათების უმეტესობაში არ დააკონკრეტა მოწვეული სტუმრების ვინაობა და რაოდენობა. ცხრა გამარტივებული შესყიდვიდან 4 ხელშეკრულება მუნიციპალიტეტმა ინდივიდუალურ მეწარმესთან, ვლადიმერ ქიმაძესთან გააფორმა და რესტორან „სადღეგრძელოს“ ჯამში 22 612 ლარი გადაიხადა.

22 850 ლარი
დაჯდა იფთრის სუფრა, სადაც მუნიციპალიტეტი დაახლოებით 350 მოწვეულ სტუმარს გაუმასპინძლდა. ვახშმის ორგანიზება საკუთარ თავზე ინდმეწარმე ელჩინ ალიევმა აიღო.

გთავაზობთ მარნეულის მერიის მიერ 5 თვის განმავლობაში გახარჯულ თანხებს სარესტორნო მომსახურებაზე:

  • 1000 ლარი - 5 თებერვალს „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის“ ფარგლებში გამართული ფორუმის დელეგატებს და მოწვეულ სტუმრების გამასპინძლება. მიმწოდებელი (ააიპ "მარნეულის ღვინო")
  • 9 541 ლარი - 15 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მასპინძლობს მოწვეულ სტუმრებს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურული ერთეულებიდან. მიმწოდებელი (ინდივიდუალური მეწარმე ვლადიმერ ქიმაძე)
  • 1 000 ლარი - 21 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ბაირამობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, მასპინძლობს მოწვეულ სტუმრებს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურული ერთეულებიდან. მიმწოდებელი (ი/მ ნატო ცარციძე)
  • 5 542 ლარი - 21 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ბაირამობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, მასპინძლობს მოწვეულ სტუმრებს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურული ერთეულებიდან. მიმწოდებელი (ინდივიდუალური მეწარმე ვლადიმერ ქიმაძე)
  • 22 850 ლარი - 03 აპრილს მოწვეული სტუმრებისათვის ვახშმის (იფთარის) სუფრა. ( 340-350 პერსონა). მიმწოდებელი (ინდივიდუალური მეწარმე ელჩინ ალიევი)
  • 3`030 ლარი - 1 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სსიპ დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ,, დასაქმების ფორუმი მარნეულში ’’ ღონისძიების ფარგლებში, მასპინძლობს მოწვეულ სტუმრებს სხვადასხვა სფეროებიდან. მიმწოდებელი (ინდივიდუალური მეწარმე ვლადიმერ ქიმაძე)
  • 4`499 ლარი - 21-27 აპრილს ქ. რუსთავში დაგეგმილ კონკურს-ფესტივალს სახელწოდებით „ქართული“. მიმდინარე წლის 25 აპრილს წარმოვადგინოთ მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული, სამრეწველო და კულინარული კუთხეები, აგრეთვე მოვაწყოთ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების სრულყოფილად ჩატარებისთვის საჭიროა შევიძინოთ სხვადასხვა დასახელების პროდუქტი და მზა საკვები. მიმწოდებელი (ინდივიდუალური მეწარმე ვლადიმერ ქიმაძე)
  • 1`359 ლარი - 1 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სსიპ დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ,, დასაქმების ფორუმი მარნეულში ’’ ღონისძიების ფარგლებში, მასპინძლობს მოწვეულ სტუმრებს სხვადასხვა სფეროებიდან.  მიმწოდებელი (შპს მადაგონი )
  • 950 ლარი - 8 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ მუზეუმებში ყოველწლიურად იმართება მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები. სტუმრების გამასპინძლება. მიმწოდებელი (შპს ბაბიანი )
  • 2`607 ლარი - 11 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში დაგეგმილია მრავალშვილიანი დედის ნათია ჭელიძის პოეზიის საღამო და წიგნის პრეზენტაცია, სადაც მოწვეულები არიან მწერალთა კავშირის და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები. გთხოვთ უზრუნველყოთ სტუმრების სადილით გამასპინძლების ხარჯების ანაზღაურება. მიმწოდებელი (შ.პ.ს. თემა ჯგუფი)


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები