მარნეულის მერიამ ვიდეო კამერების შეკეთებისთვის 12 400 ლარი გამოყო
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების შეკეთების მომსახურების შესყიდვას გეგმავს. მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, თვითმმართველობა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი ვიდეო სამეთვალყურეო კამერების კომპლექტის, გარე გამოყენების კორპუსითა და საწმენდი მექანიზმით და ზოგადი ხედვის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების შეკეთების მომსახურეობას შეისყიდის.

„მიმწოდებელმა უნდა განხორციელოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი ვიდეო სამეთვალყურეო კამერების კომპლექტი, გარე გამოყენების
კორპუსითა და საწმენდი მექანიზმით (Avigilon, AETEK) და ზოგადი ხედვის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების (Hikvision, Dahua, Milesight) შეკეთების მომსახურეობა პრეისკურანტით.
ასევე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერის გარე გამოყენების უწყვეტი კვების წყაროების საგარანტიო მომსახურება და ფასების ცხრილში მითითებული რაოდენობის ჩართვის წერტილიდან ვიდეო-ნაკადის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა შსს 112 (ქ. თბილისი) მონაცემთა დამუშავების ცენტრამდე“.
- აღნიშნულია მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდრში

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სამეთვალყურეო კამერების შეკეთების მომსახურების შესყიდვას 12 400 ლარად გეგმავს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება ვიდეო კამერები მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, მერიის მითითების საფუძველზე, შეაკეთოს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების შეკეთების მომსახურების ტენდერი 8 ივლისს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 16-დან 19 ივლისამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები