მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში გარე განათება
მოეწყობა.
ლამპიონების დასამონტაჟებლად ადგილობრივმა თვითმმართვლობამ 56 049
ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,
საერთო ჯამში უნდა განხორციელდეს 11 ცალი ახალი ანძის მოწყობა
სანათებითა და საკაბელო ქსელით, ასევე არსებულ 40 ცალ ლითონის და 15
ცალ ხის ანძებზე უნდა განხორციელდეს ბრჯენების
(კრონშტეინი) მოწყობა
სანათებითა და საკაბელო ქსელით.
აღნიშნულოი ტენდერის თანხის 100%-ს ადგილობრივი თვითმმართველობა
აფინანსებს და მასში მონაწილეობს მიღება მსურველ პრეტენდენდენტებს
10-15 აგვისტოს პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება
მერიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კაალენდარულ დღეში
ჩააბაროს.