კულტურის ცენტრის რეაბილიტაციის პროექტისათვის 99 600 ლარიანი ტენდერი მეორედ გამოცხადდა
მარნეულის მუნციციპალიტეტის მერიამ კულტური სახლის რეაბილიტაციის პროექტის შესადგენი ტენდერი მეორედ გამოაცხადა.

ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას 99 600 ლარად გეგმავს.

მუნიციპალიტეტის პირველ ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო, თუმცა გამარჯბეული ვერ გამოვლინდა და ტენდერი არშემდგარად გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მარნეულის კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 3 000 000 ლარია.

რა სამუშაოების განხორციელება იგეგმება კულტურის სახლში:


1. გარე ფასადის კედლების რეაბილიტაცია
2. შენობაზე შეძლებისდაგვარად 2 სივრცის დაშენება (ქორეოგრაფიისთვის და
თეატრისთვის სარეპეტიციო), სადაც გათვალისწინებული იქნება
გათბობა/გაგრილება/ვენტილაციის სისტემები, სველი წერტილები, ასევე
გათვალისწინებული უნდა იყოს ლიფტის მონტაჟი
3. შენობის სახურავის სრული რეაბილიტაცია
4. არსებული სარდაფების რეაბილიტაცია
5. სახანძრო კიბის რეაბლიტაცია
6. დარბაზში: სცენის ზედაპირის გამოცვლა, სცენი მექანიზმების აღდგენა/შეცვლა,
განათების მოწყობა, ხმის ამრეკვლების მოწყობა, სამაყურებლო სავარძლების
შეცვლა, გახმოვანების სისტემის მოწყობა
7. სხვადასხვა ოთახებში ტიხრების მოწყობა/რეაბილიტაცია საოფისე ფართებისთვის
8. არსებული სველი წერტილების რეაბილიტაცია
9. ორი საგარდერობე ოთახის მოწყობა (კოსტუმებისთვის და მაყურებლისთვის)
10. შენობის მთავარ შესასვლელში მცირე სამუზეუმო კუთხის მოწყობა
1

1. საგრიმიორო ოთახების მოწყობა
12. მარცხენა ფლიგელში ანტერესოლის მოწყობა
13. სცენის უკანა მხარეს, შენობაზე ღიობის გახსნა და შესასლელი კარის მოწყობა,
დეკორატციის შესატანად.
14. შენობის შესასვლელში ტურნიკეტების მოწყობა.

ახალ ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 6-9 აგვისტოს პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები