Მარნეულის ბაზარმა წყალდიდობის შემდეგ ფუნქციონირება მალევე დაიწყო.
Მცირე ბიზნესის მქონე ადამიანებმა დახლები თავიანთი ძალებით
დაასუფთავეს. ამბობენ, რომ პროდუქციის დიდი ნაწილი სრულიად
გამოუსადეგარი გახდა. ჭურჭლების დიდი ნაწილი შეფუთვების გარეშე დარჩათ
და რეალიზაცია უჭირთ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ სტიქიიდან ორი თვის
თავზეც დახმარება არ მიუღიათ.
,,სახლში რა ჭურჭელიც წავიღეთ დაჟანგდა. 5-6 დღე წყალში იყო
ყველაფერი. Დანარჩენ ჭურჭელს არცერთს არ აქვს შესაფუთი ყუთი. Შეფუთვის
გარეშე კი მყიდველი არ ყიდულობს პროდუქციას, 25 ლარად ნაყიდ ფინჯნებს,
10 ლარად ვყიდი. Ხორცსაკეპები, ყველა წყალში დარჩა და დაჟანგდა.
Ყველას სურს, რომ ახალი იყიდოს. Ერთი ან ორი თვე შეღავათი რომ მოეცათ
და დახლის გადასახადი არ აეღოთ, კარგი იქნებოდა. Დახმარება, რომ
ყოფილიყო კიდევ არაუშავდა. Მხოლოდ ერთხელ, გადასახადიდან 260 ლარის
ნაცვლად 200 ლარი გამოგვართვეს. Რა უნდა დაგვეხმარონ. Მაშინ როდესაც
8-9 ობიექტი დაიწვა ბაზარში, რითი დაგვეხმარეს? Დამსხვრეული ჭურჭელის
რაოდენობა არ ვიცით’’ - ამბობს მოვაჭრე რომელსაც ვინაობის
გამხელა არ სურს.
“Სახლში ჯერ კიდევ დიდი რაოდენობით ჭურჭელია. Რისი მოტანაც
შეგვეძლო მოვიტანეთ, მაგრამ ვერ ვყიდით. Შეფუთვის გარეშე არავინ
ყიდულობს. Ჩვენ უნდა გავყიდოთ იაფ ფასად, რომ იყიდონ. Არანაირი
დახმარება არ ყოფილა. Ამბობენ, რომ მიყენებული ზარალის
ასანაზღაურებლად (მთავრობას) თანხა ჩაურიცხესო. Მაგრამ ჯერ ჩვენთვის
არ მოუციათ"- გვეუბნება ჭურჭლის მოვაჭრე
25 მაისს, ღამის საათებში ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარეები ალგეთი,
ხრამი და დებედა ადიდდა. Ქალაქ მარნეულის ქუჩების უმრავლესობა წყალმა
დაფარა. Ამსთანავე დაიტბორა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელიც.
დაზიანდა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიები. მარნეულის მერიამ ზარალის
შესწავლა სტიქიის დღიდანვე დაიწყო, თუმცა დღემდე უცნობია, დაითვალეს
თუ არა მარნეულის ბაზარზე მომუშავე მცირე ბიზნესის
წარმომადგენლებისთვის მიყენებული ზიანი და გაუწევენ თუ არა მათ
დახმარებას.