4 წლის მარნეულელ ბავშვს თავში ტყვია მოხვდა - პაციენტი თბილისში გადაიყვანეს
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში, 1 აგვისტოს, არასრულწლოვანი ბავშვი შეიყვანეს, რომელიც კომატოზურ მდგომარეობაში იყო და კეფის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ პედიატრიის განყოფილების უფროსმა და გადაუდებელი პედიატრიის ექიმმა ელმან სადიკოვმა განაცხადა, რომ ბავშვის მშობლები და ნათესავები აცხადებდნენ, რომ არასრულწლოვანი ბიჭი თამაშისას დაეცა და თავის დაზიანება მიიღო, კვლევების შემდეგ კი დადასტურდა, რომ არასრულწლოვანს თავში ტყვია ჰქონდა
მოხვედრილი.

„პირველის ნახევარზე შემოიყვანეს ბავშვი ჩვენთან, მშობლებმა და ნათესავებმა თავად მოიყვანეს. იყო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, კომატოზურ მდგომარეობაში. ჰქონდა სისხდლენა კეფის არეში იარა ამავე არეში. მშობლებმა თქვეს, რომ ბავშვი ძმასთან თამაშობდა, ძმამ ხელი კრა და ბავშვი დაეცა. ამბობდნენ, რომ დაეცა ხრეშზე კეფის არეთი. ხრეში პატარა ქვებია და თქვეს რომ ერთ-ერთი ქვა, დაცემის დროს, კეფაში გაეჭედა“. - განაცხადა ელმან სადიკოვმა

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსიდან“ პაციენტი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში, გადაიყვანეს, სადაც დადასტურდა, რომ არასრულწლოვანს ტვინში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

„საჭირო რეანიმაციული ჩარევის შემდეგ ბავშვი გადაყვენილი იყო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, რის შემდეგაც სიცოცხლისათვის საჭირო მაჩვნებლები დასტაბილურდა, იმყოფებოდა დაკვირვების ქვეშ. პოლიციაშიც განვაცხადეთ, რომ შემოყვანილი იყო ბავშვი ტრავმიღთ. ვერავინ ვიფიქრებდით ამას, რადგან მშობლებისა და ნათესავების მრავალგზის გამოკითხვის შემდეგაც ერთ პასუხს ვიღებდით, რომ ბავშვი დაეცა და ასე მიიღო ტრავმა. 2 საათში ჩვენი საავადმყოფოდან პაციენტი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს და სწორედ იქ გაირკვა, რომ ბავშვს ტვინში აქვს არა ქვა, არამედ ტყვია“. - თქვა ელმან სადიკოვმა

ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა გია ბიბილეიშვილმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ არასრულწლოვანს თავის ტვინში კისტის თოფის ტყვია აქვს მოხვედრილი.

„ძალიან სერიოზული ტრავმაა თოფით მიყენებული. რეალურად, ეს ტყვია შევიდა უკანა კეფის მხრიდან, გაიარა მნიშვნელოვანი გზა და დააზიანა შუა ტვინის სტრუქტურები. იმ ადგილას არის ეს ტყვია გაჩერებული, საედანაც მისი ამოღება პრექტიკულად შეუძლებელია. ამ ეტაპზე ბავშვი მართვით სუნთქვაზეა. ძალიან რთული პაციენტია პროგნოზულადაც და ამჟამად სამართავადაც“. - განაცხადა გია ბიბილეიშვილმა

ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის განმარტებით, ტყვიის შედეგად არასრულწლოვანის ტვინი მნიშვნელოვნად დაზიანდა და პაციენტის მდგომარეობის შესახებ პროგნოზების გაკეთება რთულია.

რადიო „მარნეული“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123