პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებმა მარნეულში ქალებთან შეხვედრა ჩაატარეს

6 აგვისტოს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა მარნეულში ქალებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე პარლამენტარი და პარტია ლელოს წევრი ანა ნაცვლისშვილიც იღებდა მონაწილეობას. მან ქალებთან მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. ნაცვლისშვილმა განაცხადა, რომ თუ გაიმარჯვებენ სქართველო მალე გახდევა ევროკავშირის წევრი.



შეხვედრაში მონაწილე ქალებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს რომელიც მათ აწუხებს - გზის, სარწყავი და სასმელი წყლის არ არსებობა.

„ჩემი შვილი და
რძალი სკოლაში მუშაობენ, ამბობენ რომ თუ 41-ს არ მისცემთ ხმას ხელფასს მთლიანად ვერ მიიღებთო. როგორც არის საჭირო ისე მოვიქცეთ. პარტიები დაგვეხმარონ ჩვენ და ჩვენც მათ დავუჭერთ მხარს“
- ამბობს შეხვედრის მონაწილე.

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე რენა იუსუფოვა აცხადებს, რომ სოფლებში არსებულ იმ პრობლემებზე უნდა ისაუბრონ რომელიც ხალხს აწუხებს.

„ჩვენც უნდა ვახსენოთ წყლის, გზის პრობლემა. ესენი ყველას პრობლემაა. ამას აღვნიშნავთ იმიტომ რომ განვიცდით ამ პრობლემებს. ჯერჯერობით მთავრობისაგან არაფერი დახმარება არ მიგვიღია. ამის მერე ვნახავთ რომელი პარტიაა მნიშვნელოვანი. მას მივცემთ ხმას. ხმის მიცემაში თვაისუფლები ვართ“ - თქვა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.

პარტია ლელოს ქვემო ქართლის რაიინული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აგილ მუსტაფაევი რადიო "მარნეულთან" საუბრისას აცხადებს, რომ აზერბაიჯანელ ქალებთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეხვედრა პირველად ჩატარდა.

„ქალების პოლიტიკურ პარტიებში აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. შეხვედრის მიზანი იყო რომ აქ მცხოვრებმა ქალებმა ჩვენი პროგრამა პარტიის ლიდერისაგან, ანა მაცვლისშვილისგან პირადად გაიგონ. ის მათი პრობლემებით დაინტერესდა. მსგავსი შეხვედრები ქალებთან, ახლო მომავალში, ქვემო ქართლის მასშტაბით გაიმართება. ხელისუფლება რომ შეიცვლება მერე ჩვენ დაპირებას შევასრულებთ. ჩვენ ერთ, ორ ან სამ წლიან პროცესში კი არა ვართ გამოსული რომ ხალხი მოვატყუოთ და გავიპაროთ. ეს გრძელვადიანი გზაა“ - აგილ მუსტაფაევი

მუსტაფაევმა განაცხადა, რომ ადამიანების მოტყუება, მათთვის დაპიტების მიცემა და მერე არ შესრულება მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებას ახასიათებს. მისი თქმით, პარტია ლელო ცდილობს რომ დაპირებები შეასრულოს.



 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456