2024 წლის 26 ოქტომბერს საქართელოში საპარლამენტო არჩევნები
გაიმართება.
დაწყებულია წინასაარჩევნო კამპანიაც. მარნეულის საკრებულომ 30
სექტემბერს დაამტკიცა ნუსხა, რომლითაც განისაზღვრა ადგილები, სადაც
წინასაარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძლულია ან ნებადართული. ასევე
განსაზღვრეს ადგილები, სადაც პოლიტიკურ პარტიების-საარჩევნო
სუბიქეტებს შეხვედრების ჩატარება შეეძლებათ.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების/საარჩევნო
სუბიექტების წინასაარჩევნო შეხვედრებისთვის გამოიყოს
მარნეულის
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა კულტურის სახლის
შენობა-ნაგებობები და სპორტული მოედნები თუმცა გამონაკლისია მარნეულის
ცენტრალური სტადიონი, სადაც მსგავბსი შეხვედრების ჩატარება
აკრძალულია.
სპორტული მოედანი რუსთაველის ქუჩაზე, N52-ში მდებარეობს.
გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია