წოფში სასმელი წყლის გასაყვანად ერთი მილიონია გათვალისწინებული
მარნეულის მერიამ სოფელ წოფში სასმლი წყლის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის 30 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, წყლის მოწყობის სავარაუდო ღირებულება, ერთი მილიონია. საპროექტო ორგანიზაციას დაევალება სრულად შეისწავლოს სოფლეში არსებული ქსელის შპს „მარნეული სოფწყალი“-ს თანამშრომელთან ერთად.

წყლის მოწყობის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა-სტანდარტების შესაბამისად
  • სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა - სტანდარტების შესაბამისად
  • სასმელი წყლის არსებული ავზის რეაბილიტაცია - სტანდარტების შესაბამისად
  • საჭიროების შემთხვევაში ახალი ავზის მოწყობა - სტანდარტების შესაბამისად
  • საქლორატორო შენობების მშენებლობა და ტექნოლოგიური ნაწილის მოწყობა -
  • სასმელი წყლის მრიცხველების მოწყობა
  • საჭიროების შემთხვევაში სათაო ნაგებობის პერიმეტრის შემოღობვა.
სოფელ წოფში სასმელი წყლის მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების ტენდერში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 13-16 სექტემბრის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456