მარნეულის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება
მარნეულის სკოლებში სწავლა 16 სექტემბერს განახლდება. სქართველოს მასშტაბით არსებული საჯარო სკოლები ახალ 2024-2025 სასწავლო წელს ამავე რიცხვში დაიწყებენ.

მარნეულის სკოლები წელს 1900-
მდე პირველკლასელს მიიღებენ.  პირველკლასელთა რეგისტრაცია მუნიციპალიტეტში 4 ეტაპად განხორციელდა.

პირველკლასელებისათვის მარნეულის მასშტაბით უკვე დარიგდა ლეპტოპები, რომელიც მოსწავლეებს “ჩემი პირველი კომპიუტერი" ფარგლებში 16 სექტემბერს გადაეცემათ.

მარნეულში სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google