ერთიანი ერივნული გამოცდებით უნივერსიტეტებში “1+4” პროგრამის
ფარგლებში მარნეულიდან 385 კურსდამთავრებული ჩაირიცხა.
ადგილობრივი რესურსცენტრის მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით,
100%- იანი გრანტი 27-მა კურსდამთავრებულმა მოიპოვა. გრანტი მარნეულის
11 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა მიიღეს.
- სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზკენდის საჯარო
სკოლა
- სსიპ-მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N2 საჯარო
სკოლა
- სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლა
- სსიპ-მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის საჯარო სკოლა
- სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოს საჯარო სკოლა
- სსპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს 1 საჯარო
სკოლა
- სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N2 საჯარო
სკოლა
- სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის საჯარო სკოლა
- სსიპ-სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლა
- სსიპ-ქ.მარნეულის N1 საჯარო სკოლა
- კაჩაგანის N2 საჯარო სკოლა
- სოფელ თაზაკენდის#1 საჯარო სკოლა
რა არის 1+4 პროგრამა?
2010 წლიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ საშუალება
უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოში გამარტივებული წესით.
გამარტივებული სისტემა, ე.წ. 1+4 პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი
უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ
ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი
განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლოვაში
გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ 60 კრედიტის
დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ
ფაკულტეტზე.
ამავე თემაზე:
ეროვნულ
გამოცდებზე მარნეულიდან გრანტი 14-მა სტუდენტმა მიიღო