ქართული ოცნების დელეგატმა მარნეულში, ზაურ დარგალმა, წინასაარჩევნო
შეხვედრა მხოლოდ კაცებთან გამართა.
ფოტოები დარგალის მაჟორიტარული ბიუროს წარმომადგენელმა გამოაქვეყნა და
პარლამენტარი მონიშნა.
გავრცელებულ ფოტოებში ადგილმდებარეობა დაკონკრეტებული არაა, თუმცა
წერია, რომ მოსახლეობასთან შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში
გაიმართა. ფოტომასალას თუ გადავხედავთ, შეხვედრას არცერთი ქალი არ
ესწრება, ჩაის სუფრასთან კი მხოლოდ კაცები სხედან.
რადიო მარნეულმა შეხვედრის ამსახველი ფოტოებიდან 100 მდე კაცი
დათვალა.
ზაურ დარგალის გარდა წინასაარჩევნო შეხვედრას ესწრებიან მარნეულის
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც. მათ შორის სიტყვით
სამთავრობათაშორისო მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან
გიორგაძე.
რადიო „მარნეულმა“ ამირან გიორგაძეს 10 სექტემბერს სთხოვა,
მოეწოდებინა ჩვენთვის შეხვედრების გამართვის შესახებ. დაგვპირდა, რომ
ინფორმაციას გაგვიზიარებდა, თუმცა ამ დრომდე ამ მოუწოდებია.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პარტია მუნიციპალიტეტში შეხვედრას
მხოლოდ კაცებთან მართავს. და თუ სადმე ქალები ჩანან, ეს სკოლისა და
ბაღის რესურსის გამოყენებით ხდება, მათ ძირითადად ბაღისა და სკოლის
ქალი პედაგოგები ესწრებიან.
ქართულმა ოცნებამ გასულ კვირას ოფიციალურად დააანონსა საარჩევნო
კამპანიის დაწყება. ამ ეტაპზე ჩვენთვის არსებული მონაცემებით,
შეხვედრები შედგა წოფში, ხოჯორნში, ოფრეთში, ჩანახჩში, ახკერპში,
არაფლოში, ქვემო სარალსა და შულავერში.