მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში შიდა გზების რეაბილიტაციის
სამუშაოების შესყიდვისათვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელში 2 გზის მოასფალტებას აპირებს,
რომელთა ჯამური სიგრძეც 939 გრძივი მეტრია.
„საპროექტო მონაკვეთებზე არსებული საფარი ხრეშოვანი
გრუნტია, რომელზეც შეინიშნება ორმოები და ჯდენები, დარღვეულია გრძივი
და განივი პროფილები. პროექტით გათვალისწინებულია ორივე გზაზე
კაპიტალური ტიპის ორფენიანი ასფალტბეტონის საფარის
მოწყობა“. - აღნიშნულია კაჩაგნის შიდა გზების
რეაბილიტაციის სამუშაოების
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციაში
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ
კაჩაგანში შიდა გზების დაგებისათვის 435 240 ლარის ღირებულების
ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო
წინადადებების წარდგენა 28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე პერიოდში
შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღის
განმავლობაში შეასრულოს.
რადიო „მარნეული“