20 სექტემბერს ქალაქ მარნეულში „მარნეულობა 2024“ გაიმართება.
მარნეულის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება და
მსურველებს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.
გთავაზობთ პროგრამას:
- 13:00 - 18:00 - ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-
გაყიდვა;
- 13:00 - 17:00 - ფოტო სივრცე;
- 14:00 - 18:00 - მუზეუმი ღია ცის ქვეშ - მარნეულის
ადმინისტრაციული ერთეულების მიერ წარმოდგენილი ტრადიციული კულინარია
და ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა;
- 14:30 - ღვინის დაწურვა საწნახელში, თონეში პურის ცხობა,
ჩურჩხელების ამოვლება;
დღის განმავლობაში
გაიმართება სხვადასხვა სპორტული აქტივობა;
- 14:00 - 15:10 - საბავშვო გასართობი შოუ ანიმატორებისა და
ზღაპრის გმირების მონაწილეობით;
- 15:10 - 15:15 - ანსამბლი „შავნაბადა“;
- 15:35 -17:00 - კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების
მონაწილეობით;
გალა-კონცერტი:
- 18:30 - 19:30 - აზერბაიჯანელი მომღერალი როზა
ზერგერლი;
- 19:30 - 21:00 - მუსიკალური ჯგუფი „ურსა“;
- 21: 00 - ფოიერვერკი
ღონისძიების ადგილი: ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე
სკვერი.
მერიას მარნეულობის გამართვა 115 000 ლარი უჯდება. მერიამ ღონისძიების
ორგანიზებისათვის ტენდერი აგვისტოს თვეში 115 101 ლარად.
გამოაცხადა, მასში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო, თუმცა
გამარჯვებულად ყველაზე დაბალი ფასის შემთავაზებელი კომპანია, შპს
მიქს-სტუდიო გამოვლინდა.