მარნეულის ტელევიზიის მფლობელი კვლავ ზაზა ბაბლუანი გახდა
მარნეულის ტელევიზიის მფლობელი კვლავ ზაზა ბაბლუანი გახდა. ბაბლუანმა რადიო „მარნეულს“ დაუდასტურა, რომ ტელევიზიის მფლობელობა დაიბრუნა.

მარნეულის ტელევიზიის მფლობელი, 60 დღის განმავლობაში, თორნიკე ჩაბალოშვილი იყო. 2000 წელს დაბადებული ჩაბალოშვილი მარნეულის საკრებულოს წევრის ვასილ ხახულაშვილის დის შვილია. ის მარნეულის ტელევიზიის მფლობელი 2024 წლის 8 ივლისს გახდა - ტელევიზია ზაზა ბაბლუანისაგან 96 000 დოლარად შეისყიდა. 2024 წლის 4 სექტემბერს ტელევიზიის
მფლობელი კვლავ ბაბლუანი გახდა, რომელმაც ტელევიზია ჩაბეიშვილისაგან კვლავ 96 000 დოლარად შეიძინა.

რადიო „მარნეულმა“ მარნეულის ტელევიზიის მფლობელის ცვლილებასთან დაკავშირებით სტატია 4 სექტემბერს, 16:27 საათზე, გამოაქვეყნა. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში მფლობელის შესახებ ცვლილება ამავე დღეს, 17:29 საათზე, აისახა.

მარენულის ტელევიზიის მფლობელი წელს უკვე მესამედ შეიცვალა. ტელეკომპანია, 2 აპრილს, ზაზა ბაბლუანმა შალვა შუბლაძისაგან შეისყიდა. რის შედეგაც ტელეკომპანიას ზაზა ბაბლუანი ზვიად კეჭაყმაძესთან ერთად ხელმძღვანელობდა.

ტელევიზიის ვებგვერდზე არსებული ინფრმაციის მიხედვით, მარნეულის ტელეკომპანია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მარნეული ტვ“ 2006 წლის 1 ივნისს დაარსდა. ტელევიზია მარნეულში შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოებად რეგისტრაციამდეც მუშაობდა. მას შალვა შუბლაძე 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

რადიო „მარნეული“



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123