ქვემო ქართლის 6 სკოლას წელს პირველკლასელი არ ჰყავს
ქვემო ქართლის 6 სკოლას წელს პირველკლასელი არ ჰყავს. სტატისტიკა რადიო „მარნეულმა“ ადგილობრივ რესურსცენტრებიდან გამოითხოვა. როგორც ჩვენთან საუბარში დმანისის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტში 2 სკოლაა, სადაც წელს პირველკლასელი არ მიუღიათ - სოფელი გუგუთი და კიზილაჯლო.

არცერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა წელს სოფელ წალკის ერთ სკოლაში. როგორც ამავე მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, პირველკლასელი არ ჰყავთ სოფელ დაშბაში. სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა
კი ამავე სოფლის სკოლაში სულ 7 მოსწავლეს შეადგენს.

მარნეულში წელს საამი სკოლაა, სადაც პირველკლასელი არ მიუღიათ. რესურსცენტრის წარმომადგენლის, ირმა დავაძის თქმით, პირველკლასელი არ ჰყავს სოფელ სიონში, წერაქვისა და აღკულას საჯარო სკოლებს.

ბოლნისისა და გარდაბნის რესურსცენტრების წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ მათ მუნიციპალიტეტებში არ არის სკოლები, სადაც წელს პირველკლასელები არ მიუღიათ.

რაც შეეხება ქვემო ქართლის კიდევ ერთ მუნიციპალიტეტს, თეთრიწყაროს, ამავე რესურსცენტრის წარმომადგენელმა ინფორმაცია არ მოგვაწოდა და განათლების სამინისტროს პრესცენტრთან გადაგვამისამართა.
რადიო „მარნეულმა“ მუნიციპალიტეტების რესურსცენტრების წარმომადგენლებს ჰკითხა თუ რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც პირველკლასელები არ ჰყავთ. უმეტესწილად ამის მიზეზად, სოფლიდან გადინება, მიგრაცია დასახელდა.

გარეკანის ფოტო: (დმანისი, სოფელი გუგუთი) რადიო მარნეულის არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123