მარნეულის სკოლებში ტრანსპორტით მოსარგებლე მოსწავლეების რაოდენობა გაიზარდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსწავლეთა ტრანსპორტირება გამარტივებული წესით 40 550 ლარად შპს “თაიმსერვისისგან” შიძინა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, წელს გაზრდილია მოსწავლეთა რაოდენობა და მარშრუტი. სკოლების ჩამონათვალს, რომელსაც ტრანსპორტირება სჭირდება დაემატა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N1 სკოლა, საიდანაც მოსწავლეები ხულდარასა და სადახლოს N2 საჯარო სკოლაში სკოლაში არიან გადანაწილებული. 465 მოსწავლე ხულდარაში, 194 კი სადახლოს N2 სკოლაში დადის.

ტრანსპორტირების მომსახურების გადაუდებლად
შესყიდვის მიზნით, მარნეულის მერს, კენან ომაროვს, მუნიციპალური ქონების მართვისა და მატერიალურ ტექნიკური სამსახურის უფროსმა აგილ ამირჯანოვმა მიმართა.

“მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან შემოსული 2024 წლის 29 აგვისტოს წერილთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ,,საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში“ მარნეულის მუნიციპალიტეტში სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებას 2024 წლის 10 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შ.პ.ს.,,თაიმსერვისი“. როგორც წარმოდგენილი წერილიდან ირკვევა 2024 წლის სექტემბერ-დეკემბერში არსებული მიმართულებები საჭიროებენ მიმართულებების დამატებას, ასევე, გაზრდილია მოსწავლეთა რაოდენობა. აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით 2024 წლის2 სექტემბერს წერილით მივმართეთ შ.პ.ს. ,,თაიმსერვის“-ს, რაზედაც შ.პ.ს. ,,თაიმსერვისი“ გამოხატავს მზაობას მოსწავლეთა ტრანსპორტირება განახორციელოს მხოლოდ დანართი 1 -ის გათვალისწინებით რაც იწვევს ხელშეკრულების ღირებულების ზრდას 64 658.84 ლარით” - წერია მოხსნებით ბარათში.

შპს თაიმსერვისი მარნეულელ მოსწავლეებს მომსახურებას 40 550 ლარად დაახლოებით 5 თვის განმავლობაში გაუწევს. კომპანია 1 კილომეტრში 4.80 ლარს აიღებს.

გარეკანის ფოტო: რადიო მარრნეულის არქივი

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123