მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოქალაქეთა მონაწილეობის
2024-25 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
27 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე სამოქამედო გეგმის
დამტკიცებცებასთან დაკავშირებით მოხსენება მარნეულის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, მამუკა შუბითიძემ გააკეთა.
შუბითიძის განმარტებით, მუნიციპალიტეტმა მოქალაქეთა მონაწილეობის
სამოქმედო გეგმა, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში,
ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით
მოამზადა.
„სამოქმედო გეგმის მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი
ხელისუფლების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობის ხარისხის ზრდას
და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას მოქალაქეთა მონაწილეობის
ხარისხის გაუმჯობესებისა და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული
პოლიტიკის განსახორციელებლად. აღნიშნულ გეგმაში ძირითადი ამოცანაა
სამი, თავისი ქვე ამოცანებით. ეს სამი ამოცანა წარმოადგენს:
მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც მოიცავს
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გამჭვირვალობას, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის
განახლებას. მეორე ამოცანა გვაქვს, მონაწილობითი მექანიზმების
გაუმჯობესება. აქ ჩაშლილია უკვე ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერება,
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის
განხორცილებაში მოქალაქეთა მხარდაჭერის საბიუჯეტო პროგრამების
განხორციელება, დასახლების საერთო კრებების გააქტიურება. ხოლო, მესამე
ამოცანაა მუნიციპალიტეტის ანგარიშვალდებულების ხარისხის
გაუმჯობესება“. - განაცხადა მამუკა შუბითიძემ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა მოქალაქეთა
მონაწილეობის 2024-25 წლების გეგმას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
საკრებულოს სხდომაზე სულ 7 საკითხი იყო წარდგენილი. დეპუტატებმა
შვიდივე საკითხთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.
რადიო „მარნეული“