ჯეიხუნ ნარზალოვმა „მთავარი არხი“ დატოვა
„მთავარი არხის“ ჟუნრალისტი ჯეიხუნ ნარზალოვი პოლიტიკაში წავიდა. ნარზალოვმა დღეს, 30 სექტემბერს, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა.

„დღეს, არის ის დრო როდესაც მნიშვნელოვანია შევცვალო ჩემი ცხოვრების გეზი, და ვიყო იქ სადაც ჩემს ქვეყანას და ხალხს სჭირდება. Მადლიერების განცდა ბევრი ადამიანის მიმართ მაქვს, დროთა განმავლობაში ყველას აუცილებლად საჯაროდ გადავუხდი მადლობას და
დავაფასებ მათ.
ჩემთვის, რთული აღმოჩნდა დავემშვიდობო ჟურნალისტურ პროფესიას და კარიერას. თუმცა, დღევანდელმა ხელიფულებმა სხვა გზა არ დაგვიტოვა, ამიტომაც დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ვიბრძოლო და ვიყო იქ სადაც ჩემ ქვეყანას ჭირდება, უკეთესი ევროპული მომავლისთვის“
. - წერს ჯეიხუნ ნარზალოვი

ჯეიხუნი „ერთიანობა - ნაცონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაშია და ის პარლამენტარობისათვის იბრძოლებს.

„დღეს დავემშვიდობე ჩემს თვალწინ დაბადებულ მთავარ არხს როგორც ჟურნალისტი. ის ყოველთვის დარჩება ჩემთვის მთავარი! ასევე, მივიღე გადაწყვეტილება გადავიდე პოლიტიკურ სივრცეში და განსხვავებული სივრციდან ვიბრძოლო ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ევროპული მომავლისთვის. Ჩემთვის დიდი პატივია, ამიერიდან ვიყო ერთობა- ნაციონალური მოძრაობის რიგებში და საპარლამენტო სიაში“. - წერს ნარზალოვი

ნარზალოვმა პოსტში მადლობა გადაუხადა ნიკა გვარამიასა და მარნეულის ცენტრალური მეჩეთის საზოგადოებას იმ პერიოდში გვერდში დგომისა და დახმარებისათვის, როდესაც მას ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

ჯეიხუნ ნარზალოვი „ენმ“-ს პარტიულ სიაში 34-ე ადგილს იკავებს.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123