მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში სამშენებლო მასალების
მაღაზიაში ხელყუმბარის შეგდების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ
გამოძიება
ორი, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისა და ნივთის დაზიანებისა და
განადგურების, მუხლით დაიწყო.
გუშინ, 1 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, სოფელ ყიზილაჯლოში
მდებარე სამშენებლო მასალების მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდეს. რადიო
„მარნეულის“ ინფორმაციით, ხელყუმბარა მაღაზიის წინ დასაწყობებულ ხის
მასალაში ჩავარდა და აფეთქების შედეგად არავინ
დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო.
რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე დამნაშავე დაკავებული
არაა.
რადიო „მარნეული“