ახმედ იმამკულიევი საპარლამენტო არჩევნებში აგილ მუსტაფაევს დაუჭერს მხარს

დღეს, 7 ოქტომბერს, მარნეულში „ლელო - ძლიერი საქართველოს“ პარტიის ოფისში ახმედ იმამკულიევმა და აგილ მუსტაფაევმა საერთო ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე აგილ მუსტაფაევმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ახმედ იმამკულიევი მას დაუჭერს მხარს.



მუსტაფაევის განმარტებით, იმამკულიევმა გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო.

„ამის შესახებ ბატონმა ახმედმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება. თვითონ განაცხადა, რომ ამ პროცესის შემყურე განზე ვერ დადგება. ამიტომ, პირველ რიგში
მადლობას ვუხდი ბატონ ახმედს, ამ ბრძოლაში ჩვენი არჩევისათვის. ჩვენთან ერთად იბრძოლობს. ბატონი ახმედი არ ხდება ჩვენი პოლიტიკური პარტიის წევრი ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიის. ბატონი ახმედის მიზანია, რომ ამ პოლიტიკურ პროცესში საარჩევნო კამპანიას შეუერთდეს და მე დამიჭიროს მხარი. ამიტომ დღეს ხელისუფლებასთან მხოლოდ ჩვენთან ერთად იბრძოლებს. ბატონი ახმედი არაა ის ადამიანი რომელიც გუშინ ჩაერთო ამ პროცესებში, წლების პოლიტიკური გამოცდილება აქვს. ამ გამოცდილების გამოყენებით დღეს ჩვენ დაგვიჭირა მხარი, უნდა რომ ეს გამოციდლება ჩვენზე დახარჯოს. ხვალიდან ერთად დავიწყებთ პოლიტიკურ კამპანიებს. ერთად შევხვდებით მოქალაქეებს და ხელი-ხელ ჩაკიდებულნი 26 ოქტომბერს გამარჯვებით დავასრულებთ. ერთადერთი მიზანიც ეს გვაქვს“
- ამბობს აგილ მუსტაფაევი



ახმედ იმამკულიევმა რადიო „მარენულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პარლამენტში უფრო მეტი ეთნიკურად აზერბაიჯანელი დეპუტატის შესვლის მოტივით მიიღო. ფიქრობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აგილ მუსტაფაევი დეპუტატის მანდატს მიიღებს.

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პარტიაში ჩართვის მიზანი აგილ მუსტაფაევის მხარდაჭერაა. მე პარტიის წევრი არ ვიქნები. ამჟამად არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ. ეს არის ჩემი მხარდაჭერა პარტია ლელოსა და აგილ მუსტაფაევის მიმართ. 26 ოქტომბრის შემდეგ აგილ მუსტაფაევს დავინახავთ პარლამენტში და მერე ახალ პოლიტიკურ გზაზე ახალი გეგმები მაქვს. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსს შეუძლია რომელიმე პარტიის წევრი გახდეს, უნდა იყოს. ამას ვერ გაექცევი, იმიტომ რომ პოლიკოსი პარტიის გარეშე ვერ იქნება. მომავალში, რა თქმა უნდა, რომელიმე პარტიის წევრი გავხდები და ჩავერთვები პოლიტიკურ პროცესებში და გავაგრძელებ ბრძოლას. ეს პოლიტიკური ნაბიჯი სრულიად საქართველოში მცხოვრები ბორჩალოს თურქების მომავლისთვის იქნება გადადგმული. კიდევ ერთი აზერბაიჯანელი ბორჩალოს თურქი უნდა იყოს პარლამენტში ჩვენი წარმომადგენელი. უფრო მეტი ხმა და წევრი უნდა გვაყვდეს პარლამენტში“- განაცხადა ახმედ იმამკულიევი

აღსანიშნავია, რომ ახმედ იმამკულიევმა „ევროპული საქართველო“ პარტიის დაშლამდე დატოვა. პარტიის დატოვების შემდეგ ენმ-ს პარტიიდან მიიღო შეთავაზება. იმ შემთხვევაში, თუ იმამკულიევი ენმ-ს სიაში პირველ 22 ადამიანს შორის მოხვდებოდა ის პარტიის სახელით იბრძოლებდა. მისი სახელი პირველ 22 ადამიანს შორის არ იყო, რის გამოც იმამკულიევმა „ენმ“-ს პროპორციული სიიდან მისი სახელის ამოღება მოითხოვა. 

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1