„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, გარდაბნის ოფისს
უცხო პირები თავს დაესხნენ.
პარტიის განცხადების მიხედვით, უცნობმა პირებმა „ენმ“-ს გარდაბნის
ოფისის ფასადი დააზიანეს - ჩამოხიეს პარტიის წინასაარჩევნო
პლაკატები.
„ამ ხელისუფლებამ უკვე იცის, რომ 26 ოქტომბერს
დამარცხდება და ასეთი იაფფასიანი ქმედებებით პროვოკაციებს
ახორციელებენ. მინდა ვაცნობო ამ სიბინძურის შემკვეთებს, რომ
არჩევნების შემდეგ ვერ იპოვით მათ, ვინც გიბრძანებთ, ან გაიქცევიან
ქვეყნიდან, ან კანონის წინაშე აგებენ პასუხს მათ დარღვევებზე. ასეთი
იაფასიანი პროვოკაციები ვერ შეგვაჩერებს, ხალხმა უკვე გადაწყვიტა, რომ
ბოლო მოეღოს თქვენს მმართველობას“. - განაცხადა „ენმ“-ს
წევრმა რაფი ორუჯოვმა
ორუჯოვი მომხდარ ინციდენტს „ქართული ოცნების“ მიერ შეკვეთილ
თავდასხმად აფასებს.
ფაქტთან დაკავშირებით პარტიის წარმომადგენლებმა სამართალდამცავ
უწყებებს მიმართეს.