მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა უკვე მესამედ
ცდილობს ქალაქ მარნეულში,
9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ მდინარე ალგეთის ნაპირსამაგრის
სარეაბილიტაციო სამუშაობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
შედგენის მომსახურების შესყიდვას.
მარნეულის მერიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
შედგენისათვის ტენდერი მესამედ, 10 ოქტომბერს, გამოაცხადა. სატენდერო
კომისიის სხდომის ოქმის შესაბამისად, ტენდერი უცვლელი პირობებით
ცხადდება.
„სატენდერო კომისიის მსვლელობისას აღინიშნა, რომ
აღნიშნული ტენდერები უკვე იყო გამოცხადებული და დასრულდა უარყოფითი
შედეგით შესაბამისად სატენდერო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია
ტენდერი გამოცხადდეს განმეორებით, უცვლელად“. -
აღნიშნულია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში
მარნეულის მერია 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ მდინარე ალგეთის
ნაპირსამაგრის სარეაბილიტაციო სამუშაობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შესყიდვას 7 500 ლარად გეგმავს.
პირველი ტენდერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ 20 აგვისტოს
გამოაცხადა, ხოლო მეორე ტენდერი 19 სექტემბერს. არც ერთ მათგანში
მონაწილეობა კომპანიებს არ მიუღიათ, რის გამოც ტენდერები არ შემდგარად
გამოცხადდა.
მესამე ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო
წინადადებების წარდგენა 25-დან 28 ოქტომბრამდე პერიოდში
შეეძლებათ.
ტენდერის მიხედვით, 9 აპრილის ქუჩაის მიმდებარედ მდინარე ალგეთის
ნაპირსამაგრის სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 150
000 ლარია.
რადიო „მარნეული“