ცესკოს თავმჯდომარემ მარნეულში შეხვედრა გამართა
დღეს, 21 ოქტომბერს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე კალანდარიშვილმა ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა მნიშვნელობაზე. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განმარტა, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ინფორმაციის მიწოდება იმ სიახლის შესახებ, რომლებიც ხორციელდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლთა ცნობიერების ამაღლებისათვის, რაც მათ არჩევნებში თავისუფლად მონაწილეობას შეუწყობს ხელს.

„ჩვენი ინსტიტუციისთვის პრიორიტეტულია თანაბარი სერვისების მიწოდება

და ამ მხრივ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ როგორც სიახლეების შესახებ, ასევე სხვადასხვა საქმიანობების შესახებ ინფორმაცია იყოს მიწოდებული რომელიც უზრუნველყოფს თავის მხრივ ცნობიერების ამაღლებას და რა თქმა უნდა, ინფორმირებულობას ამომრჩევლებთან მიმართებაში. იყვნენ აღჭურვილნი მინიმუმ იმ აუცილებელი ინფორმაციით, რომელიც მნიშვნელოვანია კენჭისყრაში მონაწილეობასთან მიმართებით და ასევე, მიიღონ ინფორმაცია ზოგადად არჩევნების მნიშვნელობაზე დემოკრატიულ პროცესებში. ასეთი ტიპის შეხვედრები გაგრძელდება . ინსტიტუცია მრავალი წელია იმ მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის ფორმატში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთობლივად გეგმავს და ახორციელებს ყველა იმ მნიშვნელოვან აქტივობას, რომელიც აუცილებელია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის თანაბარი სერვისების მისაწოდებლად. შესაბამისად, ამ მიზნით წელს ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი აქტივობები რომელიც ქვეყნის მასშტაბით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის 8 კლოკაციაზე გაიმართა პოტენციურ დაინტერესებულ პირთა სერტიფიცირების პორიცესი.“ -
თქვა კალანდარიშვილმა.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც შეკითხვები დაუსვეს ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნებთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე. 

შეხვედრა გაიმართა „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES)მხარდაჭერით, რომელსაც ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელი და ცესკოს სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშების დეპარტამენტის უფროსი ეთნნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი, სოფიო სიჭინავა ესწრებოდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები