აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიის „ARB“-ის წამყვანმა, ხოშგადამ
იდაიათმა „გიზი“ თავის საავტორო გადაცემაში,
საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელებს მოუწოდა, რომ
საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას"
მისცენ ხმა.
წამყვანი პირდაპირ არ ასახელებს პარტიას, თუმცა იმეორებს "ქართული
ოცნების" მიერ გავრცელებულ ნარატივს, რომელიც ომის საშიშროებას
უკავშირდება. ის პარალელს ავლებს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ
ომთან, რასაც "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ბანერებზეც იყენებენ.
ბანერებზე ნაჩვენებია კეთილმოწყობილი
ინფრასტრუქტურა და მას უკრაინაში
რუსეთის მიერ დანგრეულ სკოლებს, სტადიონებს და სახლების ფოტოებს
ადარებენ.
"საქართველოს მოქალაქე თანამემამულე აზერბაიჯანელებს მინდა
მივმართო," – განაცხადა წამყვანმა. „როცა ხმის მისაცემად წახვალთ,
მხარი დაუჭირეთ სტაბილურობას, სიმშვიდეს, საქართველოს ომის გარეშე.
იმიტომ, რომ ომის გარეშე, მშვიდობიანი საქართველო აზერბაიჯანისთვის
მნიშვნელოვანია. იქ ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ. თუ იქ სიტუაცია
აირევა, ეს თქვენთვისაც და ჩვენთვისაც (აზერბაიჯანისთვის) ცუდი
იქნება. ამიტომ, არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და არჩევანი
სტაბილურობაზე, ომის გარეშე სიმშვიდეზე გააკეთეთ. გახსოვდეთ უკრაინის
მაგალითი. ნუ ენდობით ტყუილებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლამდეა
გავრცელებული. ახლა როგორია საქართველო? სტაბილური, მშვიდობიანი,
უკრაინისგან განსხვავებული."
როგორც რადიო მარნეულს „გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა, გიგი
ჩიხლაძემ განუცხადა, აკრძალულია უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ
საქართველოში წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვა და საარჩევნო კოდექსის
მიხედვით, კანონდამრღვევი პირზე 2000 ლარიანი ჯარიმაა
განსაზღვრული.
დელეგაცია აზერბაიჯანიდან ბოლნისში „ოცნების“ წინასაარჩევნო
შეხვედრებში მონაწილეობს